Create your Story

Instagram

© 2023. Powered by WISE

გამარჯობა!
მე ვარ ნინო და ეს არის
პერსონალური ბრენდინგის სააგენტო

გამიცანი!
About Me

პერსონალური ბრენდინგის სააგენტო გთავაზობთ საავტორო მეთოდოლოგიას, რომელიც შედგება 5 მარტივი ელემენტისგან.

  • ოსტატობა – რაში ხართ პროფესიონალი?
  • ღირებულებები – რატომ აკეთებთ, რასაც აკეთებთ?
  • სარგებელი – რა გაზომვადი სარგებელი მოგაქვთ თქვენი საქმიანობით თქვენი აუდიტორიისთვის?
  • უნიკალურობა – რას აკეთებთ ისე, როგორც არავინ სხვა?
  • მონეტიზაცია – როგორ აქცევთ თქვენ საქმეს შემოსავლის წყაროდ, ანუ რატომ გიხდიან იმაში, ვინც ხართ?
რას ვაკეთებთ?

სერვისები

ინდივიდუალური

- პერსონალური ბრენდის აუდიტი
- პროფესიული ბრენდბუქის შექმნა

საგანმანათლებლო

საგანმანათლებლო სერვისები მოიცავს ტრენინგის, მასტერ-კლასის, ვორქშოპის ჩატარებას და სპიკერობას

კორპორატიული

გთავაზობთ კორპორატიულ ტრენინგებს, მენტორინგს და საკონსულტაციო მომსახურებას

საკუთარ პერსონალურ ბრენდში ინვესტირება არის გრძელვადიანი და სტაბილური წარმატების გასაღები.
არ აქვს მნიშვნელობა, ხართ დამწყები თუ გამოცდილი პროფესიონალი - პერსონალურ ბრენდზე მუშაობა ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია.
პერსონალური ბრენდინგი არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვქმნით და ვაკონტროლებთ საკუთარ იმიჯს და რეპუტაციას, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში.
პერსონალურ ბრენდზე მუშაობა იწყება სიცხადით.
თქვენი გამორჩეულობა თქვენს ნამდვილობაშია!
პერსონალური ბრენდი არ არის მხოლოდ „ლამაზი ინსტაგრამი“ ან „კარგი შეფუთვა“. მეტიც, პეროსნალური ბრენდი არ არის მხოლოდ თქვენი კარიერა, ის ცხოვრებისოდენა მოგზაურობაა, რომლისთვისაც ზუსტი რუკა გჭირდებათ.
/

მყარი
ფაქტები

16+ წელი კომუნიკაციებში, PR-სა და შემოქმედებით ინდუსტრიებში

ვარ ბილინგვა და ვმუშაობ 3 ენაზე – ქართული, რუსული, ინგლისური

#halfgeorgianhalfukrainian და თბილისში უკრაინული სახლის თანადამფუძნებელი

Entrepreneur Georgia ტოპ 10 „ვინ დაიწყო ბიზნესი 2021 წელს“

სერტიფიცირებული ტრენერი, ტრენერთა ასოციაციის წევრი

გრენობლის მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლის ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი (საფრანგეთი)

შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის www.creatives.ge თანადამფუძნებელი და დირექტორი

ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი 7 უნივერსიტეტში (IBSU, TSU, GIPA, BTU, UG, Alterbridge, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია)

გამომცემლობა „პალიტრა L“, ბიზნესლიტერატურის სერია „ლურჯი ოკეანეს“ კონსულტანტი მორგან ჰაუზელის ბესთსელერით „ფულის ფსიქოლოგია - სიმდიდრის, სიხარბისა და ბედნიერების გაუხუნარი გაკვეთილები“

ის რაც არ უნდა გამოტოვო

გამოგვიწერე