© 2023. Development by WISE

ჩვენი ამბავი

პერსონალური ბრენდი აქვს ყველას. მათ შორის თქვენც.

ლოგიკა მარტივია. სხვები ჩვენზე, როგორც პროფესიონალზე ძალაუნებურად რაღაც შთაბეჭდილებას იქმნიან. როდესაც გვაქვს ჩვენს ღირებულებებზე და ოსტატობაზე დაფუძნებული კარიერის დაგეგმვის და განვითარების გაწერილი და გაზომვადი სტრატეგია, იგი მიზნამდე უფრო სწრაფად მიგვიყვანს და რეპუტაციული რისკებისგან დაგვიცავს.

სამყაროში, სადაც ყველა იბრძვის აუდიტორიის ყურადღებისთვის, ძლიერ პერსონალურ ბრენდს შეუძლია ყველაფრის შეცვლა. მიუხედავად ამისა, პროფესიონალების უმეტესობა საკუთარი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. 

პერსონალურ ბრენდზე მუშაობა იწყება სიცხადით. რადგან არსებული ვითარების რეალისტურად შეფასება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ ეტაპზე თქვენი თვითრეალიზაციის და მასშტაბირების გზაზე.

გამარჯობა! მე ვარ ნინო წითლანაძე — სიცხადის ოსტატი და კრეატიულობის პროფესიონალი

2021 წლიდან ჩემი საავტორო მეთოდოლოგიით პერსონალური ბრენდინგის სააგენტოში ვქმნი ეფექტურ სტრატეგიებს გამორჩეული პროფესიონალებისთვის და ბიზნესებისთვის.

ჩემი გამოცდილება 17 წელზე და 50 წარმატებულ პროექტზე მეტს ითვლის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროში: კომუნიკაციები და შემოქმედებითი ინდუსტრიები. ვარ შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის თანადამფუძნებელი (www.creatives.ge).

ჩემი გული და პასუხისმგებლობა კი სამუდამოდ სტუდენტებთანაა – ვასწავლი საქართველოს 8 წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანს. ასევე ვარ ტრენერი და სპიკერი, ტრენერთა ასოციაციის წევრი.

ჩემი პირადი ჰეშთეგია #HalfGeorgianHalfUkrainian. მუდამ ვიამაყებ, რომ 2023 წელს თბილისში უკრაინული სახლის თანადამფუძნებელი გავხდი, ადგილის, რომელიც საქართველოში მცხოვრები ათასობით უკრაინელისთვის მეორე სახლად იქცა.

ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ერთ მარტივ პრინციპს ეფუძნება – ერთადერთი სწორი პასუხი კითხვაზე „რატომ?“ არის სიყვარული. ის გვამოძრავებს იმაში, რასაც ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებს, ვისთვის ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ

ფაქტები და ციფრები

17+ წელი კომუნიკაციებში, PR-სა და შემოქმედებით ინდუსტრიებში

ვარ ბილინგვა და ვმუშაობ 3 ენაზე – ქართული, რუსული, ინგლისური

#halfgeorgianhalfukrainian და თბილისში უკრაინული სახლის თანადამფუძნებელი

Entrepreneur Georgia ტოპ 10 „ვინ დაიწყო ბიზნესი 2021 წელს“

სერტიფიცირებული ტრენერი, ტრენერთა ასოციაციის წევრი

გრენობლის მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლის ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი (საფრანგეთი)

შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის www.creatives.ge თანადამფუძნებელი და დირექტორი

ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი 7 უნივერსიტეტში (IBSU, TSU, GIPA, BTU, UG, Alterbridge, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია)

გამომცემლობა „პალიტრა L“, ბიზნესლიტერატურის სერია „ლურჯი ოკეანეს“ კონსულტანტი მორგან ჰაუზელის ბესთსელერით „ფულის ფსიქოლოგია - სიმდიდრის, სიხარბისა და ბედნიერების გაუხუნარი გაკვეთილები“

დარეგისტრირდით პერსონალური ბრენდის აუდიტზე, რომ გაიგოთ, როგორია თქვენი პერსონალური ბრენდი დღეს