ბევრს ჰგონია, რომ პერსონალური ბრენდის შექმნა ერთჯერადი პროექტია, მაგრამ სინამდვილეში ეს მუდმივი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. როგორც წერს შონ გრეში, ამერიკელი ექსპერტი ნორსისთერნ უნივერსიტეტდან, პერსონალური ბრენდინგი არ არის მხოლოდ იმიჯი ან ვიზუალური ელემენტები, ის არის ადამიანის იდენტობის ღრმა გამოხატულება.
„პერსონალური ბრენდინგი არის შენი ამბავი … ეს არის ის, ვინ ხარ შენ, რაზე დგახარ, რა ღირებულებებს იზიარებ და როგორ გამოხატავ ამ ღირებულებებს.“ (შონ გრეში)
თქვენი კარიერა, თქვენი ინტერესები და თქვენი მიზნები დროთა განმავლობაში იცვლება. შესაბამისად, თქვენი პერსონალური ბრენდიც მუდმივი განვითარების პროცესშია. ის, რაც აქტუალური იყო ხუთი წლის წინ, შესაძლოა დღეს უკვე მოძველებული ან არარელევანტური იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური ბრენდის მშენებლობა უწყვეტი პროცესია, მისი ფუნდამენტის ჩამოყალიბების დაჩქარება ნამდვილად შესაძლებელია.
ამისთვის სამი მთავარი რამაა საჭირო:
თვითშემეცნება, რათა აღმოაჩინოთ თქვენი უნიკალური ღირებულებები, უნარები და შესაძლებლობები.
სტრატეგიის შემუშავება, თუ როგორ წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი, რა არხები გამოიყენოთ და რა მესიჯები გააჟღეროთ.
დროის ოპტიმიზაცია, რათა ფოკუსირება მოახდინოთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, თავიდან აირიდოთ შეცდომები და დაზოგოთ დრო, რომელიც შესაძლოა არასწორ მიმართულებაზე დაგეხარჯათ.
ამაში ყველაზე კარგად გეხმარებათ პერსონალური ბრენდინგის კონსუტლანთთან მუშაობა, რადგან იგი იყენებს აპრობირებულ მეთოდოლოგიას და ინსტრუმენტებს თქვენთვის მნიშვნელოვანი გაზომვადი შედეგების მისაღწევად.
ამგვარად, პერსონალურ ბრენდზე მუშაობა არ არის ხარჯი, არამედ გონივრული ინვესტიცია, რომელიც დაგიზოგავთ დროსა და რესურსებს გრძელვადიან პერსპექტივაში, და მნიშვნელოვან რეპუტაციულ რისკებს აგარიდებთ.
პერსონალური ბრენდის შექმნა დროსა და ენერგიას მოითხოვს. იმისათვის, რომ ეს პროცესი ეფექტური იყოს, Personal Brand Agency • პერსონალური ბრენდინგის სააგენტო გთავაზობთ რამდენი პრაქტიკულ რჩევას:
1. დაისახეთ მკაფიო მიზნები: რის მიღწევა გსურთ, რატომ და რამდენ ხანში?
2. გამოყავით დრო: ჩასვით თქვენს კალენდარში კონკრეტული დრო პერსონალური ბრენდის აქტივობებისთვის – იქნება ეს კონტენტის შექმნა, ნეთვორქინგი, ახალი უნარების ათვისება და ა.შ.
3. იყავით თანმიმდევრული: ჯობს მცირე, მაგრამ რეგულარული ნაბიჯები გადადგათ, ვიდრე დიდი, მაგრამ იშვიათი ძალისხმევა.
4. გამოიყენეთ ტექნოლოგიები: დროის მენეჯმენტის აპლიკაციები, სოციალური მედიის დაგეგმვის ხელსაწყოები და ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ პროცესის გამარტივებაში.
5. ისწავლეთ “არას” თქმა: ნუ გადაიტვირთავთ თავს ზედმეტი ვალდებულებებით, რომლებიც არ ემსახურება თქვენი ბრენდის მიზნებს.
6. იყავით მოქნილები: რეგულარულად შეაფასეთ თქვენი პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ თქვენი სტრატეგია.
პერსონალური ბრენდი არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც მუდმივ ზრდასა და ადაპტაციას მოითხოვს. დროის ეფექტური მართვა, პროფესიონალ კონსულტანტთან მუშაობა და თანმიმდევრული ძალისხმევა დაგეხმარებათ შექმნათ მყარი და ეფექტური პერსონალური ბრენდი, რომელიც გაგიხსნით ახალ შესაძლებლობებს, გამოგარჩევთ და საბოლოოდ, ღირებული კარიერის შექმნაში დაგეხმარებათ.
ნინო წითლანაძე, PhD / Nino Tsitlanadze
პერსონალური ბრენდინგის სააგენტოს დამფუძნებელი & კონსულტანტი