დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, უბრალოდ კარგი სპეციალისტობა საკმარისი აღარ არის. იმისთვის, რომ გამოირჩეოდეთ, მიაღწიოთ კარიერულ მიზნებს, სასურველი შემოსავალი და გავლენა იქონიოთ, აუცილებელია გქონდეთ ძლიერი პერსონალური ბრენდი.
ბევრი პროფესიონალი უგულებელყოფს ამ ასპექტს, და საკუთარი რეალური პოტენციალის მხოლოდ მცირედს იყენებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ კარიერაზე ზრუნვა.
დავიწყოთ იმით, თუ რა არის პერსონალური ბრენდინგი.
პერსონალური ბრენდინგი გულისხმობს თქვენი უნიკალური უნარების, გამოცდილების, ღირებულებებისა და პიროვნული თვისებების წარმოჩენას ისე, რათა გახდეთ გამორჩეული თქვენს სფეროში/ნიშაში/დარგში. ეს არის თქვენი რეპუტაცია, თქვენი ამბავი და ის, თუ როგორ გხავადენ და რამდენად გენდობიან სხვები.
Personal Brand Agency • პერსონალური ბრენდინგის სააგენტო კლიენტებთან მუშაობაში იყენებს საავტორო მეთოდოლოგიას, რომელიც შედგება 5 მარტივი ელემენტისგან.
1. ოსტატობა – რაში ხართ პროფესიონალი?
2. ღირებულებები – რატომ აკეთებთ, რასაც აკეთებთ?
3. სარგებელი – რა გაზომვადი სარგებელი მოგაქვთ თქვენი საქმიანობით თქვენი
აუდიტორიისთვის?
4. უნიკალურობა – რა გამოგარჩევთ ნიშაში/ბაზარზე?
5. მონეტიზაცია – როგორ აქცევთ საკუთარ თავს შემოსავლის წყაროდ?
პერსონალური ბრენდი პოტენციურად აქვს ყველა პროფესიონალს, და მაზსე ზრუნვა პერსონალური ბრენდის აუდიტით იწყება. ეს არის კონსულტაცია, სადაც განვიხილავთ კლიენტის ამჟამინდელ А წერტილს, მის ონლაინ და ოფლაინ იმიჯსა და მასშტაბს. პირველ რიგში, ესეთი შეხვედრა გეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ პერსონალური ბრენდის გასაძლიერებლად.
თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ვინაიდან სერვისი ახალია ქართულ ბაზარზე, ბევრმა პროფესიონალმა მასზე ჯერ უბრალოდ არ იცის. მაგრამ, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ სხვადასხვა მიზნით ბრენდის აუდიტს თავს არიდებდენ.
მაგალითად:
„ათი წელია ამ საქმეს ვაკეთებ, მე ვინ რა უნდა შემიფასოს“: სინამდვილეში, ყველა ადამიანს ბუნებრივად აქვს კრიტიკის მიუღებლობა და ვარაუდობენ, რომ გამოვლინდება მათი სუსტი მხარეები ან ის, თუ როგორ ხედავენ მათ სხვები, და მათი წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც პროფესიონალზე არ დაემთხვევა მათ მიერ შექმნილ იმიჯს. თუმცა, რაც უფრო ზუსტი ხედვა გაქვს, მით უფრო ახლოს ხარ წარმატებასთან.
„არ მცალია მაგისთვის, ჯობია საქმეს მივხედო“: ადამიანები ფიქრობენ, რომ პერსონალური ბრენდის აუდიტი დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სინამდვილეში, ეს პროცესი მაქსიმუმ ერთი საათი გრძელდება.
„არ მჭირდება, ყველაფერი კარგად მიდის“: სინამდვილეში, პერსონალური ბრენდის შენება არის ყოველდღიური პროცესი, და კარგ პროფესიონალს მუდმივად შეუძლია გახდეს უკეთესი პროფესიონალი. ანუ, ე.წ. ოსტატობის წერტილის ამაღლება შეუძლია უკეთესი შედეგებისთვის და გავლენის გაფართოვებისთვის.
„კომფორტის ზონიდან გასვლა არ მინდა“: ეს არის ყველაზე გულწრფელი არგუმენტი, რატომ არ მოდიან ადამიანები აუდიტზე. პერსონალური ბრენდის შექმნა ხშირად მოითხოვს საკუთარი თავის წარმოჩენას ფართო აუდიტორიისთვის, რაც ბევრი ადამიანისთვის უცხო და არაკომფორტულია. თუმცა, სინამდვილეში თქვენი ბრენდის მასშტაბს მხოლოდ თქვენ განსაზრვრავთ.
მთავარი, რისთვისაც პერსონალური ბრენდის აუდიტს ვიყენებთ, არის სიცხადე და კარიერის ამჟამინდელი მდგომარეობის რეალისტურად დანახვა სწორი ნაბიჯების დასაგეგმად.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ არის კრიტიკა, არამედ სხვადასხვა გაზომვადი ინსტრუმენტის დახმარებით შესაძლებლობა, უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი პროფესიულ კონტექსტში და მიიღოთ კონკრეტული რეკომენდაციები ექსპერისგან.
მაგალითად, ის მოიცავს ისეთი ასპექტების შეფასებას, როგორიცაა პოტენციური და არსებული აუდიტორიის მიმოხილვა, კონკურენტული უპირატესობა, პოზიციონირების სტრატეგია, საპროდუქტო ხაზის არსებობა, მოტივაცია და მრვალი სხვა.
ამდენად, ნუ შეგეშინდებათ თქვენი ბრენდის შესწავლისა და გაძლიერების. რაც უფრო ნათელია სურათი და რაც უფრო მკაფიო და გააზრებულია საბოლოო მიზანი, მით ნაკლები დრო და რესურსი დაგჭირდებათ საოცნებო კარიერას ასაშენებლად.
ნინო წითლანაძე, PhD / Nino Tsitlanadze
პერსონალური ბრენდინგის სააგენტოს დამფუძნებელი & კონსულტანტი