© 2023. Development by WISE

რატომ აქვს პერსონალური ბრენდი ყველას? მათ შორის თქვენც!

საბედნიეროდ, ტერმინი “პერსონალური ბრენდი” სულ უფრო ხშირად გვესმის. თუმცა, უმეტესობა ფიქრობს, რომ ის მხოლოდ ცნობილი ადამიანებისთვის, არტისტებისთვის ან გავლენიანი ფიგურებისთვისაა განკუთვნილი. სინამდვილეში, რეალობა ისაა, რომ თითოეულ ჩვენგანს პოტენციურად აქვს თავისი განუმეორებელი პერსონალური ბრენდი, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ ამას თუ არა.

პერსონალური ბრენდინგის კონცეფცია შედარებით ახალია, ის 1997 წელს ამერიკელმა ტომ პიტერსმა პირველად გააჟღერა სტატიაში „Brand Called You“.

თუმცა პერსონალური ბრენდინგის ფესვები კომუნიკაციისა და რეპუტაციის მართვის უძველეს პრინციპებში იღებს სათავეს. ციფრულმა ეპოქამ და სოციალური მედიის განვითარებამ კი პერსონალურ ბრენდინგს ახალი მნიშვნელობა შესძინეს. დღეს ის, თუ როგორ წარმოვაჩენთ საკუთარ თავს, ჩვენი უნარები და ღირებულებები, ქმნის ჩვენს განუმეორებელ პერსონალურ ბრენდს როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ სივრცეში.

რატომ აქვს პერსონალური ბრენდი ყველას? ახსნა მარტივია.

ნებისმიერი პროფესიონალი მუდმივად უამრავ ადამიანთან ურთიერთობს, რომლებიც ძალაუნებურად მასზე რაღაც შღაბეჭდილებას იქმნიან. ეს შთაბეჭდილებები საბოლოო ჯამში რეპუტაციად იქცევა და პროფესიონალის ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

იგი უფრო მოთხოვნადია, თუ გასაგებ შედეგს სთავაზობს. იგი უფრო წარმატებულია, თუ თავისი უნიკალური სტილი აქვს. იგი უფრო მაღალანაზღაურებადია, თუ თავის საქმეს სხვებზე უკეთ ან განსხვავებულად აკეთებს. იგი უფრო გავლენიანია, თუ დიდი და ლიოალური აუდიტორია ყავს.

ხოლო ეს ყველაფერი გააზრებული სტრატეგიის და სწორად დასახული მიზნების შედეგია. შესაბაბამისად, პერსონალურ ბრენდზე მუშაობა გულისხმობს საკუთარ მიზნებზე, ღირებულებებზე და ძლიერ მხარეებზე დაფუძნებულ გაზომვად სამოქმედო გეგმას, რომელსაც უფრო სწრაფად და შედეგიანად მივყავართ ამ მიზნამდე.

მაგრამ ყველა პროფესიონალი ადამიანი-ბრენდი არაა! მაშ, ვის შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია ბრენდობაზე?

Personal Brand Agency • პერსონალური ბრენდინგის სააგენტო წარმატებით იყენებს საავტორო მეთოდოლოგიას. იმისთვის, რომ პერსონალური ბრენდი გვქონდეს, უნდა ვაკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს.

1.ოსტატობა – რაღაცაში კარგი უნდა ვიყოთ. არა საუკეთესო, მაგრამ კარგი პროფესიონალი.

2. ღირებულებები – უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში რატომ ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ, და ამას მკაფიოდ ვტრანსლირებდეთ.

3. სარგებელი – ნათლად უნდა ვაჩვენებდეთ აუდიტორიას, რა გაზომვადი სარგებელი მოგვაქვს  ჩვენი საქმიანობით.

4. უნიკალურობა – უნდა ვიცოდეთ, რაში ვართ ნამდვილები, და რატომ მოგყვება ჩვენი აუდიტორია.

5. მონეტიზაცია – ამ ყველაფერში უნდა გვიხდიდნენ ფულს. თუმცა, მონეტიზაცია პერსონალურ ბრენდინგში არ გულისხმობს მხოლოდ შემოსავალს. ეს შეიძლება იყოს შესაძლებლებები, შეთავაზებები, სპიკერობა, ცნობადობა და ა.შ.

თქვენი პერსონალური ბრენდი არის თქვენი პროფესიული იდენტობა. ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები, რა შესაძლებლობებს ქმნით, რამდენად წარმატებული ხართ ნებისმიერ ინდუსტრიაში. და საბოლოო ჯამში, რამდენად ღირებულია თქვენი კარიერული გზა.

ნინო წითლანაძე, PhD / Nino Tsitlanadze

პერსონალური ბრენდინგის სააგენტოს დამფუძნებელი & კონსულტანტი

Share this