© 2023. Development by WISE

რატომ არ ვარ ქოუჩი? და რატომ არის ეს კარგი ჩემი კლიენტებისთვის

რაც Personal Brand Agency • პერსონალური ბრენდინგის სააგენტო დავაფუძნე, ყოველ მეორე დღეს მესმის: “თქვენ ქოუჩი ხართ?”, „ეს ხომ ფსიქოლოგიაა, რასაც აკეთებთ“, „აბა, თუ ქოუჩი არ ხართ, მაშინ რას აკეთებთ?“ და ა.შ.
– ჩემი პასუხი ერთია: არა. მე არ ვარ ქოუჩი, მე არ მაქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება.
– მე ვარ ნინო წითლანაძე და 17 წელია ვმუშაობ კომუნიკაციებში. ეს გულისხმობს ჟურნალისტიკას, შემდეგ პიარს, ბრენდინგს, მარკეტინგს, კრეატიულ ინდუსტრიებს. ეს გულისხმობს 50+ წარმატებულ პროექტს, რაც გამიკეთებია. ეს გულისხმობს ტრენერობას და ჯამში 7 უნივერსიტეტში ლექტორობას. და ეს გულისხმობს საკუთარი ბიზნესის ნოლიდან შექმნას. ეს ისაა, რაც ვიცი და რაც კარგად გამომდის.
– პრინციპული განსხვავება ქოუჩინგსა და კონსულტირებას შორის შემდეგია.
– ქოუჩინგი ფოკუსირებულია უნარების განვითარებაზე და საკუთარი თავის აღმოჩენაზე მიზანმიმართული კითხვების დასმით. ქოუჩი ეხმარება კლიენტს განავითაროს მისი უნარები ძლიერი მხარეებისა და შეზღუდვების შესწავლით.
– კონსულტირება ფოკუსირებულია კონკრეტულ პრობლემებზე ან ამოცანებზე და მათ გადაწყვეტაზე. ამდენად, მე გთავაზობთ პერსონალური ბრენდის აღმოჩენას, გაწერას და აქტივიზაციას კონკრეტული ინსტრუმენტებით, კეძოდ, საავტორო მეთოდოლოგიით, და მასზე დაფუძნებული გაზომვადი სტრატეგიების შექმნით.
– ნებისმიერ ჩემ კლიენტთან მუშაობის დაწყებამდე, ჩვენ ვთანხმებით მუშაობის ყველა ეტაპზე, და რაც, მთავარია ვადგენთ შედეგს, რომელზეც უნდა გავიდეთ. ქოუჩინგს ეს მექანიზმი არ გააჩნია.

რა შემთხვევაში გჭირებათ პერსონალური ბრენდინგის კონულტანტი?
– არ გაგაჩნიათ კარიერის განვითარების ხედვა და სტრატეგია, ან მასში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ
– ეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც თქვენს ამოცანას სხვადასხვა რაკურსიდან შეაფასებს და კონკრეეტულ გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებთ
– ინდივიდუალური მიდგომა თქვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი-ბრენდი, და თქვენთვის შექმნილი სტრატეგია იქნება 100% ავთენტური და ეფექტური
– სწრაფ და გაზომვად შედეგზე ხართ ორიენტირებული, რადგან საშუალოდ პერსონალური ბრენდბუქის შექმნას 4-დან 12 კვირამდე ჭირდება. და მთელი ცხოვრება მის განხორცილებას.

– მოხარული ვიქნები ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხიოთ და თქვენი პერსონალური ბრენდის აქტივიზაციაზე ვიზრუნო!

Share this